spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სწორედ 2007-2012-ში მოხდა ცვლილებების უმრავლესობა" - მიხეილ სააკაშვილი

“სწორედ 2007-2012-ში მოხდა ცვლილებების უმრავლესობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველკოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ნარატივზე საუბრობს, მას რუსულად მიიჩნევს და ცალკეული ფაქტების გახსენებით უპირისპირდება:

სააკაშვილმა თავიდან კარგად დაიწყო და ბოლოსკენ აურია“ – ეს არის კონკრეტული რუსული ნარატივი და აგიხსნით თუ რატომ.

სწორედ 2007-2012-ში მოხდა ცვლილებების უმრავლესობა, შეიქმნა იუსტიციის სახლები, მკვეთრად დაჩქარდა განათლების რეფორმა, ამოქმედდა ამერიკელი მასწავლებლების, „თითო ნოუთბუქი ყოველ ბავშვს“ პროგრამა, აშენდა და შეიქმნა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – თავისუფლების უნივერსიტეტი, მკვეთრად დაჩქარდა ბათუმის განვითარება და პარლამენტი გადატანილ იქნა ქუთაისში, სადაც აშენდა ახალი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი.

განვითარდა სვანეთი, კახეთი, დაიწყო ლაზიკის პორტის მშენებლობა. პარლამენტმა მიიღო „ეკონომიკის თავისუფლების აქტი“ და საქართველო გადავიდა მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე ბიზნესის თავისუფლების კუთხით. შემცირდა გადასახადები, მაგრამ ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს პერიოდი იყო ჩავარდნა.

ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ამ დროს ემთხვევა რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა საქართველოზე და ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომი, გააფთრებული პროპაგანდისტული კამპანიით, დადგმული ციხის კადრებით, სანდრას ამოჭრილი ორგანოებით და მოჭმული ძუძუებით. ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ ხალხს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...