spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროგორც იმ ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს უდანაშაულო...

როგორც იმ ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ მშვიდად ტელევიზორს უყურებს – ნიკა მელია

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ნიკა მელია მომხდარ ფაქტს ე.წ. “ბნელ 90-იანებს” ადარებს და განუკითხაობაზე აკეთებს აქცენტს:

კომენდანტის საათია

ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.

და მერე რა ხდება?

როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.

ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე,” – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკულ ფაქტი მოჰყვა გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსში გამართულ ქეიფს, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ, დაუზუსტებელი ინფორმაციით – სამართალდამცავმა, რამდენჯერმე გაისროლა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა შუახნის ქალბატონისათვის, რომელიც მკაცრი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ოჯახში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა მოხუც დედასთან ერთად.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ქალბატონი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა იყო.

თიკა მახალდიანის დედას მოხვდა ვიღაც არასწორის ნასროლი ბრმა ტყვია,” – მომღერალ ოთო ნემსაძის ფეისბუქ-კომენტარი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...