ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

საფრთხე რწმენას კი არ ემუქრება და ჯანმრთელობას, საფრთხე სიცოცხლეს ემუქრება – ლადო კახაძე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ლადო კახაძე მეუფე იაკობის მხრიდან ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებსა თუ ადრესატების მხრიდან დაფიქსირებულ საპასუხო პოზიციებს პალიტრანიუსის ეთერში ეხმიანება და აცხადებს, რომ განკითხვის უფლება არავის აქვს არც ერში და არც ბერში. საქართველო ეროვნულ-ბეროვნულია და კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს, მისი განმარტებით საფრთხე ადამიანების რწმენას არ ემუქრება, საფრთხე ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს:

„განკითხვის უფლება არავის არ აქვს – არც იერარქს, არც ერში მყოფ ადამიანებს. არ გვაქვს უფლება ვინმე განვიკითხოთ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ის ადამიანები, რომლებიც თავის მოსაზრებას სწორად, პროფესიული კუთხით დალაგებულად აწვდიან საზოგადოებას, იმ ადამიანებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნდობა აქვთ.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, სრულიად საქართველოს: საფრთხე რწმენას კი არ ემუქრება და საფრთხე ჯანმრთელობას კი არ ემუქრება, საფრთხე სიცოცხლეს ემუქრება. სიცოცხლე უფლის ნაჩუქარია, ვინც კი სიცოცხლეს ხელყოფს ის უფლის მოწინააღმდეგეა. მე ხაზს ვუსვამ ამას.

ჩვენი ქვეყანა ეროვნულ-ბეროვნულია, ხომ გახსოვთ, ბეროვნულ-ეროვნული არ არის, ეროვნულ-ბეროვნულია. ამიტომ, ის კანონები, რომლის მეოხებითაც ქვეყანა იმართება, ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მე ამის მომხრე ვარ, ამას ვიზიარებ და ამის პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარ თავზე, როცა ამას საჯაროდ ვამბობ.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეკლესია უნდა დაიხუროს, გამორიცხულია. ჩვენ ვამბობთ ეკლესიის სახელის გასაფრთხილებლად, რადგანაც ბევრი პროვოკატორია, რომელმაც, შეიძლება, ეკლესიაში ნებსით თუ უნებლიედ მოიტანოს ეს უბედურება და შემდეგ ეკლესიაზე გადატეხოს ეს ჯოხი. მე ვცდილობ, რომ ამით ეკლესია დავიცვა, მე ექიმი ვარ და ფიცი მაქვს დადებული „არ ავნო“ და არ მინდა ვავნო ან ჩემი ნათქვამით ან ჩემი საქციელით,“ – განაცხადა ლადო კახაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული