spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის, რომ...

ჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო? – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყნის მთავარ ეპიდემოლოგებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებს დაავადებულთა რეალური მონაცემების გამოქვეყნებას ურჩევს, ნაცვლად იმისა, რომ პანიკას თესავდნენ:

როდესაც გინდა, უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად სიმშვიდე უნდა გქონდეს, რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ. თუ ომია, პანიკებს ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, იმათ რას უშვებოდნენ. ვგულისხმობ ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს. როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ.

როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ, იქნებ საქართველოში, ჩვენ არ ვიცით და, ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან რა, იქნებ ჩვენზე მეტი იციან რა ხდება. თორემ კორონავირუსზე მკვლელიოა ან არ არის მკვლელი, ხომ ვერ ამბობენ. ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი კი მოდის ჩვენთან. თავს თუ ვერ აკონტროლებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.

ჭკუა აქვს ახლა იმ ადამიანს, როდესაც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან, მაგრამ ამათი საქციელი კი… მე ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, იმიტომ რომ ღირსება შერჩეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამირან გამყრელიძემ, მეუფე იაკობს, ტვ “პირველის” ეთერიდან, სატელეფონო ჩართვისას უპასუხა:

მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოდბელი ეპისკოპოსი ეპიდემოლოგების გარდა ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხდება ხალხის დაშინება, სამსახურის დაკარგვის მუქარით:

მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიებზე პრობლემების გადაბრალება არავის გაუვა..

მრევლს მისვლა თუ უნდა, მრევლი მივა, საქართველოა ვიცით და ახლა ქუჩაში დაჭერები თუ დაიწყეს და ჩაშლა უნდათ, ესეც გამოჩნდება.

ეპარქიაში, მაგალითად ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურის თანამშრომლები – მასწავლებლები, ყველანი და უთხრა – თუ წახვალთ სააღდგომო წირვაზე, პასუხისმგებელი ვარ რასაც ვამბობ, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავთ სამსახურებსო. ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს, ” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...