“ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“ვუსმენ ქოცპროპაგანდას, სრულ აბსურდში არიან!
მათი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა დამნაშავეა!
აშშ და მისი მოკავშირეები დამნაშავეები არიან, ტრამპთან ერთად, სენატიან-კონგრესიანად!
გაერო, ნატო, ეუთო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია რა თქმა უნდა, დამნაშავეა!
ქვეყნის შიგნით? მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი, ღარიბი, მდიდარი ყველა დამნაშავეა!
კორუფცია ყვავის, ნარკომაფია ყვავის, ხალხი გარბის, ქვეყანა იცლება…
პროპაგანდის მიხედვით ყველაფერი კარგად არის და აქაც მართლები ქოცები არიან.
სინამდვილეში სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს