spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ...

“რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თაჯდომარე, თინა ბოკუჩავა ემოციური პოსტით ეხმიანება პატიმრობაში მყოფი კიდევ ერთი პატიმრის, ზურაბ ჯაფარიძის პირად ტრაგედიას, დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

ერთადერი რაზეც ჯაფარა ფიქრობდა ციხეში როდესაც მიდიოდა იყო ბავშვები და დედა. ნატა ძალიან ძლიერია, თავად მოყვა ზურამ მის შესახებ.

ზურა არის მამა, რომელიც ბავშვებს ძილისპირულ ზღაპრებს სტრასბურგიდან უკითხავს, როცა მივლინებაშია. ზურა იყო შვილი, რომელიც მიტინგიდან ღამე დედასთან მიდიოდა, რომ მძიმედ ავადმყოფ დედას წამლის მიღება არ დავიწყებოდა.

ბევრმა არ იცის, რომ ზურას სამედიცინო განათლება აქვს და რეალურად, ის მართავდა თავიდან ბოლომდე დედის მკურნალობას.

ეს იცოდნენ ქოცებმა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა ნიშნავდა მძიმე ონკოლოგიური პაციენტი დედისთვის, არა
მხოლოდ შვილის ხელიდან გამოცლას, არამედ ადამიანის დაკარგვას, რომლის მეთვალყურეობის გარეშე ის უარს იტყოდა ყოველგვარ მკურნალობაზე. რუს-ქოცებმა იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა დედის სიკვდილს ნიშნავდა.

და მაინც მოკლეს.

საბჭოთა დროს ყველაზე მეტი ქართველის დამხვრეტი მკვლელი მამის მკვლელმა შვილმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ზურას პატიმრობას და ავადმყოფი დედის მკვლელობას. რუსული ცინიზმით, რუსული სისასტიკით, რუსული უსულგულობით.

რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?

ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ვიქნებით ამ
ქვეყანაში ვიდრე რუსი მონები. გვახსოვდეს და ვირწმუნოთ ეს. შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია.

ზურა, გია, ვიზიარებ თქვენს უდიდეს ტკვილის. გვერდში
მიგულეთ ყველგან და ყოველთვის.

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!” – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...