spot_img
მთავარიარჩევნები"აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება და არ იმართება გარედან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას თუ რის გაკეთებას აპირებს მომდევნო წლებში.

ისინი ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან. გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა გადაწყვეტილებას მიღებენ. მთავარი არის ჩვენი პოზიციები – „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ უკვე დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის.

ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს ემსახურება და არ იმართება გარედან, როგორც რადიკალები იმართებიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის მათი წარსული.

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები მიდის. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები რეგიონებში, სადაც საკრებულოებში ოპოზიციამ კოალიციები შექმნა და ჩვეულებრივად თანამშრომლობენ დღესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

შეიძლება ჩვენ ვიხილოთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, ერთი და იმავე სახეებით, რომლებიც „ნამოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ, ვიღაცა გვიან შეუერთდა მათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ეს დაჯგუფება გარედან იმართება, მათ ჰყავთ ერთი პატრონი. როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ – ერთიანი პლატფორმა იყოს თუ ცალკე პარტიებად დაიშალონ და ახალი სახელები დაირქვან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ხალხმა იცის, ვინ რას წარმოადგენს, როგორია მათი პოლიტიკური წარსული თუ აწმყო, ვის ემსახურებიან. ისინი არც საქართველოს და არც ქართველ ხალხს არ ემსახურებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...