სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაიტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიმართვა თანამემამულეებისადმი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიმართვა თანამემამულეებისადმი

„ჩვენ, ემიგრანტების დიდმა ნაწილმა გადავწყვიტეთ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით სახლმწიფოს წინაშე ჩვენს ვალდებულებას და რამდენიმე სპეც. რეისზე შეგნებულად უარი ვთქვით! ვინ როგორ შეაფასებს ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული მინდა იყოს ყველა, რომ ამ ნაბიჯით – უარი ვთქვით ინფექციის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოდან სამშობლოში დაბრუნებაზე, ახალი ინფექციის კერის ნებსით თუ უნებლიეთ შექმნაზე ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო!“ – ამ შინაარსის წერილი იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ცირა შვანგირაძემ გაავრცელა, რომელიც იტალიის მაგალითზე პანდემიის მწვავე შედეგებს მიმოიხილავს და ფიქრობს, რომ ქართული სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.
უცვლელად გთავაზობთ ქართველი ემოგრანტის წერილს:

Sos ! 🌡🌡ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო! ..პოსტს ვწერ იმის გამო,რომ კარგად ნამდვილად არ გვაქვს საქმე… ქართული სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშეა … გამოწვევის წინაშე აქამდე ვიყავით, თუმცა ახლა უკვე შევედით პანდემიურ სასაკლაოზე , რასაც ადამიანების მასიური ინფიცირება /შიდა გადაცემის გზით/ ჰქვია და რაც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე იწვნია!!! ჯერ ამ საშინელებათა კოშმარიდან არც ერთი სახელმწიფო გამარჯვებული არ გამოსულა! დამერწმუნეთ, ჩვენ ვერც ეკონომიკური , ადამიანური და ვერც სამედიცინო რესურსით უბრალოდ ,, ვერ შევძლებთ ვმართოთ რისკები, გავაძლიეროთ კონტროლი და ვიმოქმედოთ პრევენციით…ეს ვერ შეძლეს ჩვენზე მეტად განვითარებულმა სახელმწიფოებმა პანდემიასთან ბრძოლაში და დამარცხდნენ! დამარცხდნენ რადგან შედეგების მინიმუმიც არ ჩანს ჯერ არსაიდან! .ინფექციის შიდა გავრცელების დაწყება ნიშნავს, იმ მძიმე ვიდეოკადრების თვალწინ ყურებას, რაც ვიხილეთ ლომბარდიის , ესპანეთის, ამერიკის შემთხვევაში მხოლოდ ტელეეკრანებიდან! დავსვათ ლოგიკური კითხვა ჩვენს თავთან: ჩვენი ერი ასეთი დოზის ფსიქოლოგიური დარტყმისთვის და სტრესისთვის მზად არის ? არააა!!! ჩვენ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა გადავწყვიტეთ , მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით სახლმწიფოს წინაშე ჩვენს ვალდებულებას და რამდენიმე სპეც. რეისზე შეგნებულად უარი ვთქვით! ვინ როგორ შეაფასებს ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვიცი , მაგრამ დარწმუნებული მინდა იყოს ყველა, რომ ამ ნაბიჯით – უარი ვთქვით ინფექციის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოდან სამშობლოში დაბრუნებაზე, ახალი ინფექციის კერის ნებსით თუ უნებლიეთ შექმნაზე !!! ქვეყნის ისედაც ეკონომიკურ კრიზისს , ოჯახებს , ნათესავებს ყველას და ყველაფერს მოვერიდეთ! ჩემთან ერთად, უამრავმა ემიგრანტმა ყოველდღიურად ნახა ის მწარე რეალობა, რასაც ყველაზე ცუდ შემთხვევას ვეძახით, ლეტალური შედეგის გააზრებით და რასაც სხვა ქვეყნებში, ,,თვალის დაუხამხამებელი ,, სიმარტივით აკეთებენ ! ეს საქმე ,, კრემაციაა,, რომლის გააზრება, რამდენიმეჯერმე მოგვიხდა ქვეყანაში ყველაზე მძიმე ღამეების დროს- აქ დარჩენილ ემიგრანტებს! ამის წარმოდგენასაც არ გისურვებთ !!!!😈😈😈 ნებისმიერი სამთავრობო დადგენილება, შეზღუდვა თუ დეკრეტი იქნება ფუჭი და უშედეგო, თუ მოქალაქეებმა საფრთხის მოახლოვება არ გაიაზრეს, სადღესასწაულო მისვლა-მოსვლაზე უარი არ თქვეს და თავად არ შეუწყვეს ხელი ინფექციის ,, კუპირებას,, !!! გვახსოვდეს ერთი რამ, ნუ ვიქნებით დარწმუნებულნი იმაში, რომ ,, უხილავი მტრის,, ფარული მატარებლები ჩვენ არ ვართ ! ნუ გამოვიყენებთ ფრაზებს: ,, მე არაფერი არ მჭირს”! 😱😱😱😱 ამიტომაც , ჯერ კიდევ სანამ არ არის გვიან – ბრძოლა სოციალური დისტანციისთვის, ბრძოლა სახელმწიფოს გადარჩენისთვის , ბრძოლა თაობათა გადარჩენისთვის, ბრძოლა ტრადიციების შენარჩუნებისთვის! ბრძოლა სიცოცხლისთვის!!! #დარჩითსახლში# და #ნურისკავთ#!!!🌬🌬🌬🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 #გადაარჩინეთქვეყანა#🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ცირა შვანგირაძე.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

სს “თელასი”: 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება...

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...