spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, "რუსი და მშვიდობა"...

“მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, “რუსი და მშვიდობა” იგივეა, რაც ვეგანი მგელი” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება ცალკეულ გავრცელებულ მოსაზრებებს რუსეთთან დაკავშირებით და ამ მხრივ რაიმე პოზიტიური მოლოდინს გამორიცხავს:

მორჩით სულელებზე გათვლილ რუსულ პროპაგანდას, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც ვეგანი მგელი.

რუსეთის „პარტნიორობა“ ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად.

მაგალითები ყველამ ვიცით:

სომხეთი — სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა.

სირია — ასადის რეჟიმი “დაიცვეს”?

ირანი — სტრატეგიული პარტნიორია, დრონებს აწვდიდა რუსეთს. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს.

სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება იქ ომი, ნგრევა და სიკვდილია და ამ ფონზე, ქოცები გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობაზე“ და „ნეიტრალიტეტზე.”

„რუსი და მშვიდობა“ — ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე.

და ბოლოს, ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა.

ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს, ამიტომ არის საქარათველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...