spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება…” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები ვრცელდება, სოციალური ქსელის მეშვეობით – კონკრეტული შეფასებებით, განმარტებებით, მინიშნებებით:

ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას თუ გამოსვლას ეხება:

მნიშვნელობა არ აქვს, „შევალთ“ თუ „გამოვალთ“. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დღის წესრიგს ვქმნით. მთავარია, რას ვაკეთებთ, ვქმნით თუ არა დღის წესრიგს და ვუტევთ თუ არა ივანიშვილს. თუ დღის წესრიგს შევქმნით, მერე სხვები თავად გადაწყვეტენ, არიან თუ არა ამ საქმეში.

ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეს „შედი-გადი“ ამბავი. თუ სადმე მივდივართ და ვმოძრაობთ, სხვებმა თავად გადაწყვიტონ, გამოგვყვებიან თუ არა. „შედი-გადი“ ნიშნავს ადგილზე ბუქსაობას, დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.

შევუდგეთ საქმეს, შევქმნათ დღის წესრიგი და ეს უაზრო დისკუსიაც დასრულდება.

ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი სამი თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე ოთხი თვეა გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს – შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ.

აბა, საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია დღის წესრიგის შექმნა, შეტევა და მოქმედება. მერე ნახავთ, როგორი ალიანსი ჩამოყალიბდება გარშემო – უფრო ფართო, ძლიერი და ქმედითი.

ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს „ყიყინს“…

რეალურად, დრო ცოტა გვაქვს და მასაც გამოგონილ დილემებზე ვკარგავთ. საქმეს მივხედოთ, საქმეს” – თქვენი მოსამსახურე პატიმარი, ლევან ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...