ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური შეფასებებით:
“ჩემო კარგებო, მიყვარხართ ძალიან.
ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას.
მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში ასეთი სიყვარულით, ზოგმაც კი თავისი კაცური კურცხალით მომიკითხა.
მე კარგად ვარ, ისე როგორც არასდროს, ვინაიდან სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი ყოფილა.
აქედან დანახული საქართველო სულ სხვანაირად ითხოვს დახმარებას.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აუცილებლად [გავხდებით] ევრო-ატლანტიკური, დემოკრატიული, ევროპის დიდი ოჯახის წევრი და საქართველო გაბრწყინდება!” – გიორგი ჩახუნაშვილი
გლდანის ციხე
D კორპუსი, საკანი 3, I სართული

