spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 70-მდე მზარეული გადამზადდა. ტრენინგების ბოლო ეტაპი ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებს ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგების პრაქტიკული სწავლებები ითვალისწინებდა სწავლებებს ფრინველის დამუშავების, ფრინველის კერძების მომზადების, ხორცეულის დამუშავების ტექნოლოგიებსა და კერძების მომზადების, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადების მიმართულებით. ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა.

ტრენინგების ბოლო დღე ქათმის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ჩახოხბილი, ჩქმერული, ქათმის სალათი და სხვა კერძები მოამზადეს. ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო დასასრულს უახლოვდება დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი. დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი უფასო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებს, მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსაც.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა....

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...

23 ივნისს თბილისის დროით 08:07-ზე საქართველოში 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...