spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველდღე - ნაწამები, დასახიჩრებული...

“ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველდღე – ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ!” – ლევან ხაბეიშვილი

რეჟიმი შეწუხდა, დეპრესიაში არიან, ქუჩაში ვერ გადიან, კაფეში ვერ ჯდებიან მშვიდად და გადაწყვიტეს ხალხის გაჩუმება, უჩივლეს ყველას, მაგრამ ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! უნდა შევუტიოთ იქეთ!” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მმართველი გუნდის წინააღმდეგ კონკრეტულ აქტივობებს სთავაზობს:

შეწუხდნენ, დეპრესიაში არიან და თავი რა ქვას დაახალონ არ იციან – სახლში მეუღლე ეუბნება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მეზობელმა რაღაც უთხრა, სანათესავოში ვიღაც მოემდურა. იქეთ შვილები ეუბნებიან, რომ სკოლაში ასე და ასე თქვეს, ოჯახის წევრები ცალკე წერენ, ურეკავენ, რომ მათ გარშემოც ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ.

კაფეში ვერ დაჯდა თავის ჭკუაზე და სულ რომ სიმშვიდე იყოს, ყველგან ელანდება, რომ ვიღაც ლანძღავთ, ცუდად უყურებს, მივა და მიახლის სიმართლეს და ასე შემდეგ…მარკეტში მშვიდად ვერ შედის ვინმემ არ იცნოს, რესტორანში სანამ შევა ყველას აკვირდება, ვინმე ხომ არ უყურებს ცუდად – მოკლედ აბსოლუტურ მოჯადოებულ წრეში ცხოვრობენ.

გადაწყვიტეს, მოდი გავაჩუმოთ ეს ხალხი, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მიიღეს კანონი – Facebook სტატუსები გახდა დასჯადი.
გამოაგორეს მდინარაძე, რუსული არხები “TV იმედი” და “პოსტ TV”, მოქოქეს კამპანია რომ გამკაცრდა კანონი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და… და ჩაფლავდა!
ოპოზიციონერი არ უყურებს პროპაგანდისტულ, სამთავრობო, რუსულ არხებს და თუ უყურებს სერიოზულად არ აღიქვამს.

მოიფიქრეს უკეთესი – უჩივლეს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებიდან ცნობილ სახეებს და ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს “ნიუსი” – არ გალანძღო ლაშხი, მდინარაძე, კობახიძე, თორემ დაგიჭერთ ყველას!!! ოპოზიციური მედიასაც უწევს ამ რეპრესიების გაშუქება და რეალურად, ეს უნდა ახლა ქოცს – იყოს ძლიერის პოზიციაში და ჩვენს ხალხს აჩვენოს, თუ როგორი მაგრები და ძლიერები არიან, “ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ”გზავნილით.

გამოსავალი არის შემდეგი – ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველდღე – ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ!

მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ – უნდა შევუტიოთ იქეთ!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...