spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც,...

“ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში მიუძღვის წვლილი, პასუხი უნდა მოეთხოვოს.

კახა კალაძე გაერო-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხის გაცემა სჭირდება.

2008 წლის ომს მოჰყვება შესაბამისი გამოძიება, რადგან უამრავი კითხვა არსებობს საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ვის ინტერესში შედიოდა ის, რაც მივიღეთ. რა მოგვიტანა 2008 წლის ომმა? – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები.

ტერიტორიების დიდი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, რაც უდიდესი პრობლემაა. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელმაც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო თავისი პოლიტიკური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. რეალობაზე უნდა ვისაუბროთ და უნდა გაირკვეს ყველაფერი, რა იყო. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანა დააზიანა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად გადაგვედგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას, ქართველ ხალხს არ დააზიანებდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იყო კრიმინალური დაჯგუფება და გადადგა ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებმაც ქვეყანა დააზიანა; უამრავი ადამიანი დაღუპა – მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დაგვაკარგვინა ტერიტორიები. ეს არის პრობლემა და ამაზე უნდა დასვათ შეკითხვები.

ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და გამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. ვინც არის პატრიოტი, უყვარს თავისი სამშობლო – აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ პატრიოტებზე, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანება და იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს უნდა მოეთხოვოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ სანამდე მიიყვანეს ქვეყანა იმ გადადგმული ნაბიჯებით.

ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ და პოლიტიკოსები იმიტომ გვქვია, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ომში ჩავრთულიყავით, რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან დაკავშირებით, შანტაჟისა და მუქარების მიუხედავად, რომ არ დაგვეჭირა პრინციპული პოზიცია და დაგვეშვა შეცდომა – გაგვეხსნა მეორე ფრონტი, მივერთებოდით სანქციებს, როგორ ფიქრობთ, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით? აქ ვიდგებოდით და ვისაუბრებდით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე? ეს არის რეალობა და ამ რეალობას გაუსწორეთ თვალი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...