spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "მეგობარ აქტს" ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი...

კახა კალაძე: “მეგობარ აქტს” ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა „მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც „დიფ სთეითის“ ზრახვებს ასახავს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, „მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „მეგობარ აქტს“ ხალთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში. აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის, თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქე იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლა რადიკალური დაჯგუფებები იმყოფებიან.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ არამეგობრულ კანონპროექტს, ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამარჯვებული იქნებიან, რადგან სიმართლე საქართველოს მხარესაა.

პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, თუ ვერ მოახერხებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, ისევე, როგორც არ მიეცა ამ დრომდე, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა მერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყანას გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე უფრო უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...