spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "დიფ სთეითი" არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი...

კახა კალაძე: “დიფ სთეითი” არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია

ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი და როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, ამაყი უნდა იყო.

როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლად დაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, პირიქით ამაყი უნდა იყო.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“. მათ შორის, ჯიმ რიშიც მათი წარმომადგენელია. „დიფ სთეითს“ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული. ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი დაპირებაა, რომ „დიფ სთეითს“ დაამარცხებს.

ჩვენ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით მოვლენებს. ტრამპს ორი პრიორიტეტი ჰქონდა. პირველი – უკრაინაში ომის დასრულება. ეს პროცესები მიმდინარეობს; მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ „დიფ სთეითის“ დამარცხებას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ. ურთიერთობები გადატვირთული და ნორმალიზებული გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...