spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო ინკლუზიური იქნება” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის აქტივობების მიმართ:

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.

ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ბერა ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდებთან მუშაობაში და ჩემი შეფასებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.

დარწმუნებული ვარ, ცოტნე ივანიშვილიც შეძლებს ახალგაზრდებთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათი ინტერესების მოსმენას და მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ მის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო ინკლუზიური იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...