spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძალიან მეეჭვება, რომ ხელისუფლება მართლაც ზრუნავდეს ჩვენს სიცოცხლესა...

ძალიან მეეჭვება, რომ ხელისუფლება მართლაც ზრუნავდეს ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე – შალვა ნათელაშვილი

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის კონკრეტული დახმარებისკენ მოუწოდებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი:

,,მსოფლიო პრაქტიკით, ეპიდემიების დროს საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს საგანგებო ზრუნვას ბინაში გამოკეტილ, სამსახურ აღკვეთილ და ვალში ჩავარდნილ მოქალაქეებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ღატაკია.

მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული წესებით, დაუყოვნებლივ გასცეს თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი დახმარება, დაადგინოს ზღვრული ფასები პროდუქტებზე, წამლებზე, ჩამოაწეროს კომუნალური და საბანკო დავალიანებები.

კეთილი ინებონ და მოპარულიდან ათეულობით მილიონიდან თანხა შემოიტანონ გადარჩენის ფონდში ბატონებმა, რომელთაც ხელმძღვანელობს ქვეყნის მმართველი ბიძინა ივანიშვილი.

მე არ მითქვამს თქვენთვია რაიმე განსაკუთრებული თუ სენსაციური და საერთოდაც მიმაჩნია, რომ ასეთი ეპიდემიების ფონზე რაიმე პარტიული კინკლაობა, რაიმე გამოდავება, პიარზე მუშაობა უზნეობაა. დღეს ჩვენ ყველამ ძალღონე წავმართოთ მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანრთელობის გადასარჩენად.

მე გუშინ მოვისმინე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ბატონ პრემიერ-მინისტრის განცხადება, პათოსით აღსავსე იმის თაობაზე, რომ მათთვის თურმე მთავარია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ძალიან მინდა დავიჯერო, მაგრამ როცა ვიხსენებ, თუ როგორ გაწირეს შიმშილისათვის ადამიანები, ამ 8 წლის განმავლობაში, როგორ მოატყუეს და გადაყარეს, 20 ივნისს როგორ გამოთხარეს ბავშვებს თვალები, როგორ მოკლეს საკუთარ საწოლში თემირლან მაჩალიკაშვილი, ძალიან მეეჭვება, რომ ისინი მართლაც ზრუნავდნენ ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა!
ეს კანიბალური საგანგებო მდგომარეობაა!”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...