spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჟენევაში "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით:

ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი.

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, უპრეცედენტო შესაძლებლობებთან ერთად, კაცობრიობის წინაშე ახალ პასუხისმგებლობებსაც აჩენს. ამ მოცემულობაში, საერთაშორისო თანამშრომლობებს ენიჭება განსაკუთრებული როლი იმისათვის, რომ ტექნოლოგიის განვითარება ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის საზღვრებში დარჩეს.

ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს მეცნიერების, ინოვაციებისა და პროგრესის მამოძრავებელ ძალად, რომელიც მდგრად განვითარებასთან ერთად ადამიანის უსაფრთხოებას ემსახურება, ნაცვლად თავისუფლების შეზღუდვისა თუ ძალაუფლების კონცენტრაციისა.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს შესაძლებლობა აქვს ღორსეულად იყოს წარმოდგენილი სამიტზე და თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური დიალოგის ფორმირებაში, სადაც მსოფლიოს ქვეყნები ხელოვნური ინტელექტის განვითარების საერთო ხედვაზე მსჯელობენ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: მიხეილ ყაველაშვილი, სიტყვით გამოსვლისას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებისას, შესაძლო რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას – “ტექნოლოგიურად არასწორმა ან არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ, შესაძლოა, რეალობის შესახებ აღქმები იმდენად გაამრუდოს, რომ გლობალური არასტაბილურობა გამოიწვიოს“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...