spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"სანამ ახალგაზრდებს რუსთაველზე ასახიჩრებდნენ, აწამებდნენ, 19-20-21 წლის ბიჭებს,...

“სანამ ახალგაზრდებს რუსთაველზე ასახიჩრებდნენ, აწამებდნენ, 19-20-21 წლის ბიჭებს, მსახიობებს ციხეში უშვებდნენ, ამასობაში, ვისოლის ფხაკაძეები და კალაძე მილიონიან გარიგებას – შეთანხმებას აფორმებდნენ თბილისელების ხარჯზე” – ლევან ხაბეიშვილი

ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში გადაიხდიდა 2.6 მილიონამდე ლარს და სამაგიეროდ მიიღო 15-17 მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვა. ერთი საკრებულოს სხდომა, ერთი საკითხი, ერთი კოეფიციენტის მომატება და ააორთქლეს 12-15 მილიონი ლარი. ამიტომაც არიან ჩუმად და უჭერენ მხარს დე ფაქტო ხელისუფლებას”, – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში:

სანამ ახალგაზრდებს რუსთაველზე ასახიჩრებდნენ, აწამებდნენ, 19-20-21 წლის ბიჭებს, მსახიობებს ციხეში უშვებდნენ, ამასობაში, ვისოლის ფხაკაძეები და კალაძე მილიონიან გარიგებას – შეთანხმებას აფორმებდნენ თბილისელების ხარჯზე.

დეკემბერში, საკრებულოს სხდომაზე, ხალხს, თბილისელებს კი არ განიხილავდნენ, არამად მოპარულ მილიონებს, კორუფციულად ნაძარცვ თანხებს “იპრავებდნენ”.

ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში გადაიხდიდა 2.6 მილიონამდე ლარს და სამაგიეროდ მიიღო 15-17 მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვა. ერთი საკრებულოს სხდომა, ერთი საკითხი, ერთი კოეფიციენტის მომატება და ააორთქლეს 12-15 მილიონი ლარი.

ამიტომაც არიან “გაყურსულები”, ამიტომაც დაუჭირეს მხარი რუსულ
კანონს და ამიტომაც ამაგრებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ეს არის ერთი გადაწყვეტილება და ასეთი ფაქტები უამრავია.

ამ გადაწყვეტილებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია აუცილებლად გაასაჩივრებს, მინიმუმ, დროის მოსაგებად. ჩვენი ფრაქცია და იურისტთა ჯგუფი მუშაობს სარჩელზე”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...