spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიდავით ქაცარავა: "ეს ის ადგილია, რომელიც ოკუპანტებს ახალი...

დავით ქაცარავა: “ეს ის ადგილია, რომელიც ოკუპანტებს ახალი ოკუპაციისთვის აქვთ გამზადებული”

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიჯნაზე მყოფ სოფელზე საუბრობს:

,,გამოვედით ჩორჩანის ტყიდან.
ეს ის ადგილია, რომელიც ოკუპანტებს ახალი ოკუპაციისთვის აქვთ გამზადებული.

დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ტერიტორია მიტოვებული და უყურადღებოდ დარჩენილი იქნებოდა.

სამწუხაროდ, ასეც აღმოჩნდა.

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სოფელ ჩორჩანაში შესვლა. ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანის შესასვლელში არ დგას პოლიციის პოსტი, ნებისმიერს შეუძლია იქ შესვლა.

ამჯერად, პოლიცია იდგა და არ შეგვიშვეს. შეათანხმეთო.

ჩორჩანის შესასვლელში კი არ უნდა იდგეს პოლიცია, არამედ პატრულირებდეს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, მთელს გაყოლებაზე, ოთხივე რეგიონში, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს.

ეს მთავრობა რუსების სიმშვიდეს იცავს, ჩვენსას არა.

ეს მთავრობა რუსებს უქმნის კომფორტს და ზრუნავს იმაზე, რომ
ორკების წინსვლა არ შეფერხდეს.

ეს მთავრობა უნდა წავიდეს – 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავუშვათ მოღალატეთა ხროვა მის ორგანულ, ბუნებრივ გარემოში, რუსეთში.

#ძალაერთობაშია
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...