spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება", როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის...

“ქართული ოცნება”, როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ქართული ოცნება”, როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამიტომ მათი ლიდერების ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის, ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ 26 ოქტომბერს შეიცვლება“, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, მმართველ პარტიას:

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო და ფაქტს პოლიტიკური შეფასებები მისცა:

სამწუხაროდ, არაფერია მოულოდნელი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძესთან დაკავშირებით მიიღო. სრულიად ნათელია, რას წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, ეს ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება. ბუნებრივია, მათთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს ცივილიზებული სამყარო, სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს – შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს. ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, ისაა, რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში მარცხდება. ეს არის მკაფიო, ამიტომ აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება (ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება”, როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება) ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ირაკლი კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამასთანავე, ამერიკის ხმის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში უარი თქვეს საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, ხოლო კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...