ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის წერილი საპატიმროდან, ემოციური შეფასებებით და მადლიერებით მხარდაჭერის გამო:
“ჩემო კარგებო, პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე კიდევ ერთხელ ჩამეხუტა.
ჩემთვის სიცოცხლის გახანგრძლივება და გალამაზებაა, შემართებასთან ერთად, ასეთი მხურვალე, მოსიყვარულე მხარდაჭერა.
ამისთვის ღირს ცხოვრება და თავდადება. ვეხუტები ნინის, კოტოს, დათუკას, კონსტანტინეს, მარიკუნებს, ეკას და ყველა კოლეგას;
განსაკუთრებით ჩემს თანატოლ, უფროს და უმცროს პედაგოგებს, მეცნიერებს და კლინიცისტებს.
მოკითხვა ყველას. მიყვარხართ ძალიან“, – გიორგი ჩახუნაშვილი.
07.07.2026
გლდანის ციხე, საკანი D-3

