spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში"...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს პოლიტიკისა და ოჯახის თავისებურებების გათვალისწინებით

პოლიტიკაში პასუხისმგებლობას აქვს თვისებრივად სხვა დატვირთვა, ვიდრე, მაგალითად, ოჯახში.

ოჯახში თუ ვინმეს (ვთქვათ, ოჯახის უფროსს) რაიმე სერიოზული შეცდომა მოუვა, მას ოჯახი აძლევს ამ შეცდომის გამოსწორების უფლებას – წარსული გამოცდილების და მომავალი დაპირებების გათვალისწინებით. ოჯახი ყოველთვის ცდილობს, რომ შეინარჩუნოს მისი წევრი, მისცეს „განწმენდის“ შესაძლებლობა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გარიყავს მას. შესაბამისად, ოჯახში ჩადენილ შეცდომებზე პასუხისმგებლობა პრინციპულად გულისხმობს რეაბილიტაციას.

პოლიტიკაში (დავაზუსტოთ – დემოკრატიულ პოლიტიკაში) სხვაგვარადაა (მით უფრო, როცა საქმე ხელისუფლებას ეხება). თუ ხელისუფალი სერიოზულ/საბედისწერო შეცდომას უშვებს, მას საჯარო სივრცე არ აძლევს იმის ფუფუნებას, რომ პოლიტიკაში დარჩეს და ცოდვები „ჩამოიბერტყოს“, ან სხვა – ალტერნატიული ზომებით დააბალანსოს.

დიდი დაკვირვება არ უნდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის მიერ დანიშნული თითქმის მთელი მთავრობა, ბევრი წლის განმავლობაში, არნახულ კორუფციულ ჭაობში იყო ჩაფლული. და რა მოხდა? ქ/ოცნება საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ამაში ივანიშვილის პასუხისმგებლობა ნულია; მეტიც, გვიმტკიცებენ, რომ ივანიშვილი „თეთრი ხელთათმანებით“ შეებრძოლა მასშტაბურ დანაშაულებს – ისე, რომ თავად არათუ არ დალაქავდა, არამედ ამ ბრძოლას გმირობადაც კი უთვლიან.

ასეა, როცა ხელისუფლებას არაფორმალური მმართველი ჰყავს, რომელიც ყოველთვის პოლიტიკურ სათბურში ცხოვრობს, ანუ – ოჯახში, სადაც მძიმე შეცდომებიც კი უნაშთოდ კონვერტირდება.

საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკა, როგორც საქმიანობის ფორმალური, საჯარო და ანგარიშვალდებული სივრცე. ეს ქართული საზოგადოების არსებითი ამოცანაა“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...