spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე..."...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე – ეს არის აკადემიური ტიპის პოლიტიკური პარტიების (ჯგუფების) შექმნა – “ჯერ საქართველო”, “სოც.დეკები”, “სართული”, “თავისუფლების მოედანი” თუ სხვა.

აქედან რამდენიმე ახლახან ჩამოყალიბდა პოლიტიკურ პარტიად, ერთ-ერთი ცოტა ადრე, ზოგიერთი კი ჯერ მოძრაობის ფორმატშია, თუმცა სავარაუდოდ ისინიც პოლიტიკური პარტიის ფორმატში მოდიფიცირდებიან.

საინტერესოა, რომ ნაცვლად აგრესიული პოლიტიკური მარკეტინგისა, ეს პოლიტიკური ჯგუფები მშვიდი, ასე ვთქვათ, უფრო კორექტული პოლიტიკური თვითწარდგენით და პოზიციონირებით გამოიხატებიან და აქამდე არსებული პოლიტიკური ბაზრის ხასიათს განსხვავებულ თვისობრიობას სძენენ.

რამდენად პერსპექტიული იქნება საქართველოს ამომრჩეველში მსგავსი პოლიტიკური ჯგუფები (იდეოლოგიურ კონტექსტს არ ვეხები ამ ნაწილში), ცალკე საკითხია. შეძლებენ თუ არა ამომრჩევლის პოლიტიკური ქცევასა და მოთხოვნილებებზე ზემოქმედებას თუ პირიქით, მძაფრ პოლიტიკურ რეალითი შოუების მოყვარული ამომრჩეველი იქით დაიმორჩილებს მათ, ეს საფუძვლიანი დილემაა ამ პოლიტიკური ჯგუფებისათვის. ასევე დილემაა რომ მათ შექმნან და შემდეგ შეინარჩუნონ პოლიტიკური იდენტობა და არ შთანთქან პოლიტიკური ბაზრის დღეს არსებულმა დომინანტურმა პარტიებმა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თავად ტენდენცია, ახალმა პოლიტიკურმა ჯფუფებმა შექმნან აკადემიური ხასიათი და აქამდე არსებული აბსტრაგირებული პოლიტიკოსების ნაცვლად, დარგობრივი კომპეტენციების მქონე პოლიტიკოსები წარმოადგინონ, საინტერესო პროცესია.

პირველი “ომი” ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ხელისუფლებაზე მეტად, ოპოზიციურ ველზე აქვთ, მოიძიონ საკუთარი ადგილი როგორც პოლიტიკურ აქტიურ ბაზარზე, ისე ამომრჩევლის ცნობიერებაში.

დანარჩენს თანდათანობით ვნახავთ“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...