spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს" - მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მწვავე პოზიციას აფიქსირებს ,,ქართული ოცნების’’ დამუძნებლისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და რუსეთის მხრიდან კონკრეტულ საფრთხეებზე აკეთებს მინიშნებას:

,,რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ) საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.

მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე.

თუ საქართველო დარჩა რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი დამარცხდა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმის გამო რომ გამარჯვებულ ბლოკში იყო, ომის შედეგად ტერიტორია მკვეთრად გაეზარდა.

ჰორტის უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე, ამიტომ ქვეყანა დარჩა მისი ისტორიული მიწების დიდი ნაწილის გარეშე.
ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი. მათ შორის უმთავრესი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს!’’, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...