spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სასაცილოა ადამიანი გვესაუბრებოდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე და თან...

“სასაცილოა ადამიანი გვესაუბრებოდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე და თან ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით ესაუბრებოდეს მის ამომრჩეველს” – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს მცხეთაში, ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებაზე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერების წინაშე პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით და მწვავე შეფასებებს აძლევს მას:

,,ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ,,ქართული ოცნების’’ ისტერიულ გოდებას, რომ ისინი თითქოს აიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და შემდეგ გააუქმებენ პარტიებს.

მე მინდა შევახსენო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ არ არის მხოლოდ სახელი. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ არის ის 600 000 და შეიძლება მეტი მხარდამჭერი, რომელმაც დააფიქსირა მისი პოზიცია გასულ არჩევნებზე და აპირებს, რომ დააფიქსიროს კიდევ უფრო მეტმა, კიდევ უფრო ძლიერად და მყარად, დააფიქსირონ მათი პოზიცია საარჩევნო უბნებზე და ერთად დავიცვათ ეს ხმები.

ამიტომ ,,რუსულმა ოცნებამ’’ რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აკრძალვასა და გაუქმებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის ფარსი და ,,რუსული ოცნება’’ ვერ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, პირიქით ქართველი ხალხი და ოპოზიცია ემზადება ძალიან დიდი გამარჯვებისთვის, 26 ოქტომბერს.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახი კალაძის ისტერიული განცხადებები, რომლებიც დაკავშირებულია თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ და მათი თქმით ,,ნაციონალური მოძრაობის’’ სატელიტი პარტიების გაუქმებასთან არის ,,რუსული ოცნების’’ სრული და გაუგონარი აგონია.

[ჟურნალისტის ჩაკითხვა]: მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებაზე, მხარდამჭერების წინაშე პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტყვიაგაუმტარი მინის ბარიერიდან მიმართა მხარდამჭერებს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

სასაცილოა, მითუმეტეს სასაცილოა ადამიანი გვესაუბრებოდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე და თან ტყვიაგაუმტარი აკვარიუმიდან ესაუბრებოდეს მის ამომრჩეველს, მის შეკრებილ ამომრჩეველს. ის არის მშიშარა, მხდალი ადამიანი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი და ვხედავთ ჩვენ, რომ ელოდება ამ პასუხს და სწორედ ამიტომ არის ეს შიში გამოწვეული, როდესაც ის გამოდის, საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე’’, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ არის ძლიერი ორგანიზმი, რომლის დამარცხება ნამდვილად არ შეუძლია რუსულ ოცნებას’’, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...