spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას,...

“ივანიშვილის არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის” – ლევან ბეჟაშვილი

ივანიშვილის არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის. მისი მთელი ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება არარსებული ქიმერებით, ომის საფრთხეებით და საზოგადოებაში შიშის დანერგვით“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ივანიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით და კონკრეტული მინიშნებები გააკეთა, პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად:

შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი ბრონირებული აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და ეს არ არის მარტო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ეს დისტანცირება, რომელიც აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან, გამოიხატება იმ დამოკიდებულებაში, თუნდაც საარჩევნო კამპანიის წარმოებაში და იმ მესიჯებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას, თუ რას აპირებს „ოცნება“ და რის შეთავაზებას აპირებს საქართველოს მოსახლეობისათვის. არც ეკონომიკური, არც სოციალური მიმართულებით, არც ბიზნესის განვითარების, არც დემოკრატიის განვითარების კუთხით. მათი მთელი ყურადღება კონცენტრირებულია იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და არარსებული ქიმერებით, ომის საფრთხეებით, საზოგადოებაში შიშის დანერგვით. ძალადობით და ზეწოლით მოახდინონ საზოგადოების დაშინება და ამ შიშებზე მანიპულირებით მოახდინონ ხელისუფლების შენარჩუნება. მთელი ეს ნარატივი განსდევდა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს და შიშნარევი ტონალობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რომ მათ სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა და ა.შ. რადგან მათ იციან, რომ ყველა გამოკვლევით ოპოზიცია იმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“, ოპოზიციას ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა „ოცნებაზე“, რაც საქართველოს მოუტანს სამომავლო ევროპულ პერსპექტივას.

ღიმილისმომგვრელია ის ტონალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ადამიანებს ალბათ თავი ეგონათ 2012 წელს, როდესაც მაშინაც ივანიშვილი ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიცია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველას კრებსით „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ. ამიტომ არის, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა „ქართული ოცნების“ ამ ტყუილების, ამ მანიპულაციების და დღეს საზოგადოებისათვის მთავარი არის, რომ ოპოზიციამ კოალიციური შემადგენლობით გაიმარჯვოს „ქართულ ოცნებაზე“ და ქვეყანას მოუტანოს პერსპექტივები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...