spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობა" დგას თანავარსკვლავედზე რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება -...

“ნაციონალური მოძრაობა” დგას თანავარსკვლავედზე რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებას აძლევს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებასთან დაკავშირებით და ასევე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს პარტიაში მიმდინარე პროცესებს:

მას შემდეგ რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება “ქართული ოცნების” ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.

“ნაციონალური მოძრაობა” არ არის ცალკეული პიროვნებები, ეს არის თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება.

“ნაციონალური მოძრაობა” დგას თანავარსკვლავედზე რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება, მივესალმები კობა ნაყოფიას გააქტიურებას, რისი შედეგიც უკვე შეიმჩნევა და რისგანაც ბევრს ველოდები. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებას, ვგულისხმობთ პირველ რიგში ქვეყნისათვის თავდადებით გამორჩეული პიროვნებების ერთად დგომას. მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში მისი წარსული საქმიანობიდან და წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ვპასუხობ ზოგიერთ კომენტატორს, რომელსაც აწუხებს პარტიის მართვაში გაჩენილი “გაორება,” ლიდერთა პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი ლიდერთა შორის, თინა ბოკუჩავა, რომელიც სარგებლობს საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით.

პარტიის ყველა ლიდერს აერთიანებს საერთო მიზანი – გადაარჩინოს უფსკრულის პირას მდგომი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. მჯერა რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, არცერთი მათგანი არ დაიშურებს ძალას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ერთიანობით გამარჯვებისკენ!” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...