spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე: საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც...

კახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე: საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი

საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს:

ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს.

შესაბამისად, ეს არის ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში და მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ, რას ბედავდნენ, რას სჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, თუმცა ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას გასცემს საკადრის პასუხს, მათ შორის, რადიკალებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...