კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიქუთაისის სასამართლოში სამტრედიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა...

ქუთაისის სასამართლოში სამტრედიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო 8 აპრილს 14:30 საათზე გაიმართება.

ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს სრულად აღიარებს, გულწრფელად ინანიებს და სასჯელის ყველა ზომისათვის მზადაა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მამაკაცს მეუღლე თავზე მეტად უყვარდა და ამ ქმედებამდე ბურუსით მოცულმა გარემოებებმა მიიყვანა . ის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ინანიებს და მზად არის ყველა სახის სასჯელი მიიღოს,” – განაცხადა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ.

მამაკაცს მეუღლის მკვლელობისათვის ბრალი სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, 25 წლის ცოლს ყელი გამოჭრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსხვერპლი განქორწინების საქმეს არკვევდა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...