კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი...

“ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს” – ვასო ურუშაძე

ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, რაც ჯამში 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.

ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.

მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 250 მლნ ლარით დაფინანსებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროგრამა მხოლოდ 2024 წელს 72 მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო. პროექტის მიზანი მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარემოს გაუმჯობესებას წარმოადგენდა.

მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა 2024 წელს უნდა დაწყებულიყო და 2026 წლის ჩათვლით გაგრძელებულიყო, რაც დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა საქართველოში.

მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად აუცილებელია ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს მცირე და მიკრო ბიზნესის გაძლიერებას, ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და სტარტაპების წახალისებას.

წლებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოები და დასავლური ფონდები, დონორი ორგანიზაციები, აფინანსებენ საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარების პროგრამებს. 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ ევროკავშირის პროგრამის EU4Business ფარგლებში საქართველოში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესში რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ივანიშვილის მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველო დაკარგავს 250 მილიონი ლარის ინვესტიციას, მცირე და მიკრო ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას, რაც ჯამში 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამ არჩევნებზე გადაწყდება მთლიანად ქვეყნის ბედი, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ერთობით, ერთიანობით – ის რაც ოცნებას დაუნგრევია ერთიანობას უშენებია!“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...