spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინმეს ქართველები სულელები ხომ არ ვგონივართ, განათლებაც კარგი...

“ვინმეს ქართველები სულელები ხომ არ ვგონივართ, განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის გადახედვა არ განიხილება, მათგან კი საჭიროა წარმოდგენილი იყოს არგუმენტები, რატომ არის გამჭირვალობა ცუდი.

მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ, რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭირვალობას ეხება, ეს მიუღებელია.

გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს?! განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ, არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ რატომ არის გამჭირვალობა ცუდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია, ეს არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა. რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო. გავიხსენოთ 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები. ეს იყო პირდაპირ რუსული საქმე.

რაც შეეხება დემონსტრაციებს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება მსგავსი ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათთვის, რომელთა საქმიანობაც არ გულისხმობს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, ან ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, დეკლარაციის შევსება პრობლემა არ უნდა იყოს.

ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ, წარმოდგენილი იქნას ერთი არგუმენტი, რატომ იზღუდება მედია, არასამთავროვო ორგანიზაციები. თუ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს გულში ჩადებული ბოროტი ზრახვები, დამალული ფინანსური მაქინაციები, რომ ქვეყანაში მოაწყო რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები. თუ ამას არ იზრახავ, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა.

თანამდებობის პირები ვავსებთ დეკლარაციას, სადაც მივუთითებთ ჩვენს ქონებასთან დაკავშირებით. რატომ არ შეიძლება, თქვენ, ტელევიზიებმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, აჩვენოთ საიდან მიიღეთ ეს თანხები და რა პროექტებში იხარჯება.

მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც რევოლუციებს აფინანსებს, მოუწევს ამის გასაჯაროება და მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...