spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, რომელიც...

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, რომელიც სახელმწიფოებრივად და სწორად იყო დასმული

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს. რასაკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ ქვეყანაში არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ მოტყუებული დარჩა საზოგადოება, განსაკუთრებით მოქალაქეების ის ნაწილი, რომელმაც პარლამენტში უპასუხისმგებლო, რადიკალური ოპოზიცია აირჩია.

დემოკრატიისთვის შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ ოპოზიცია იყოს და ეს კულტურა აჩვენეს მათ არჩევნებიდან პირველი 8 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფუნქციური ინსტიტუტები და მათ შორის, ქმედითი პარლამენტი. ეს რადიკალური ოპოზიცია არ შემოვიდა პარლამენტში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაებლოკათ ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების საქმიანობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, დღეისათვის საქართველოს ჰყავს ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნის გარეშე, თავის მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება არ შეუძლია.

პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა – დაწყებული ჩვენი ეროვნული, უპირველესი ამოცანით, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს, ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, რომელიც მავთულხლართებით ხელოვნურად არის გაყოფილი. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დღეს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედია და აქედან არც ერთი პირობის უგულებელყოფა არ შეიძლება. ეს აქცენტები სახელმწიფოებრივად სწორად იყო დასმული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ის პოლიტიკოსია, ვისი ლიდერობითაც საქართველომ საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა და დღეს, ქვეყანას ევროპული ტიპის, ეროვნულ ამოცანებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია აქვს.

მინდა წარმატებები ვუსურვო და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ირაკლი კობახიძის, ჩვენი მთავრობის და პოლიტიკური გუნდის მიმართ. ის ნამდვილად გამორჩეული ლიდერია, რომელსაც სიმშვიდის, ბალანსის, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია. მას შეუძლია გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქვეყანას დღეს სჭირდება და დასჭირდება ხვალ. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ჩვენს მთავრობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის  ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...