spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არა მხოლოდ მტრის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება, არამედ აფეთქებს...

“არა მხოლოდ მტრის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება, არამედ აფეთქებს საკუთარ გეო-პოლიტიკურ ფუნქციას” – გია ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

საქართველოთი დაინტერესება გარე სამყაროსთვის განპირობებულია არა იმით, რომ “ლამაზი თვალები” გვაქვს, ან “მაგარი ჯიგრები” ვართ, არამედ მისი გეო-პოლიტიკური ფუნქციით, რადგან ის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

ამ ფუნქციას კიდევ უფრო მაღალი ფასი დაედო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც ჩრდილოეთის მარშრუტი მაღალი რისკის, უპერსპექტივო მიმართულებად აქცია.

ეს ესმის დასავლეთს და ცდილობს დააჩქაროს გლობალურ სისტემაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, რათა განავითაროს სამხრეთ-კავკასიური ლოგისტიკური მიმართულება.

ეს ესმით რუსეთს და მის პარტნიორებსაც და ყველანაირად ცდილობენ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა შეინარჩუნონ მონოპოლური მდგომარეობა და შესაბამისად პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტები.

რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფლება?

ყველაზე პერსპექტიულ პროექტს, ანაკლიის პორტს, გადასცემს რუსეთის პარტნიორ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას, და ამით არა მხოლოდ მტრის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება, არამედ აფეთქებს საკუთარ გეო-პოლიტიკურ ფუნქციას.

ესეც სახელმწიფო ღალატის ერთ-ერთი ფორმაა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...