spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გულწრფელად განვიცდი ტვ "პირველში" დასაქმებული ქალი ჟურნალისტების მდგომარეობას,...

“გულწრფელად განვიცდი ტვ “პირველში” დასაქმებული ქალი ჟურნალისტების მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძესთან რომ უწევთ მუშაობა…” – ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია ,,პირველში” დასაქმებულ ქალ ჟურნალისტებთან დაკავშირებით საუბრობს:

,,ახლა დავფიქრდი და გულწრფელად განვიცდი ტვ პირველში დასაქმებული ქალი ჟურნალისტების მდგომარეობას – განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძესთან რომ უწევთ მუშაობა…

წარმომიდგენია, რა რთულია მათი მხრიდან მუდმივად სტრესსა და ნეგატიურ გარემოში საქმიანობა, მათი ცივსისხლიანი ხელმძღვანელების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ – მუდამ ვიღაცის დევნის რეჟიმში იყვნენ; ობიექტური გაშუქების ნაცვლად ყველაფერი ნეგატივზე ააგონ; დაიჯერონ და სხვების დარწმუნებაც სცადონ, რომ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ცუდი ხდება; საზოგადოებაში ზიზღი გააღვივონ და, სამწუხაროდ, სანაცვლოდაც იგივე მიიღონ 😔

წარმომიდგენია, როგორი მძიმეა ამ ჟურნალისტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად, უფრო იგრძნობენ ასეთი სამუშაო გარემოს გავლენას მათ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ამიტომ, იმ ყველაფრის ფონზე, რისი კეთებაც მათ უწევთ, ბრაზის ნაცვლად, ალბათ უფრო ემპათიას გამოვხატავდი მათდამი 🙏🏻”, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...