spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ომი უკვე მოგებული გვაქვს, ოღონდ ეს უნდა...

“ეს ომი უკვე მოგებული გვაქვს, ოღონდ ეს უნდა გავაცნობიეროთ” – ლელა ჯეჯელავა

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ხელისუფლების შეცვლის მიზნით, საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:

გინების, წყევლის და არას ძახილის დრო დასრულდა. პრინციპში არც არასდროს ყოფილა. ახლა იმის კეთების დროა, რასაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ახლა ჩვენი დღის წესრიგის შექმნის დროა. დამარცხება-გამარჯვებაზე შუა ბრძოლაში ლაპარაკი სისულელეა.

ეს ქვეყანა ჩვენია? მაშინ თითოეული ჩვენგანი საკუთარ პირად პასუხისმგებლობას იღებს მასზე, აკეთებს იმას, რაც შეუძლია. როგორც შეუძლია. როგორვ ვიპოვით ერთმანეთს? ყველა ჩვენგანის გზა ევროპაში მიდის. ყველა ერთ ბაქანზე ვიკრიბებით! ოღონდ ჯერ საკუთარ ცნობიერებაში დაამარცხეთ ქოცები და ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით.

ეს ომი უკვე მოგებული გვაქვს, ოღონდ ეს უნდა გავაცნობიეროთ. გადამწყვეტი ბრძოლა საკუთარ შიშებთან და სკეფსისთან უნდა მოვიგოთ. ახლა დარდის, ეჭვის და პესიმიზმში გადავარდნის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. ახალი, ევროპული საქართველოა ასაშენებელი. ყველას ჩვენი წილი საქართველო გვყავს სატარებელი ევროპამდე. ნუ ფიქრობთ რას იზამენ ქოცები (ვეფხისტყაოსნის ქაჯები)😊 ქაჯეთის ციხის აღება ზღვიდან ხდება, რამე რომ იყოს😊, ხოდა წყლის სამეფოდან კარგი ამბები მოდის😊” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...