spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დადგა დრო, ყოველმა თქვენთაგანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეზე...

“დადგა დრო, ყოველმა თქვენთაგანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეზე დგას” – დავით ქაცარავა საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მიმართავს

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა Facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მიმართავს:

,,ჩემო მეგობრებო,

მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს.

მინდა მივმართო ჩვენს ქართველ პოლიციელებს. მათ, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, მათ, ვინც რუსებთან ომის დროს უკან არ დაიხია, მათ, ვისაც ვიცი – რუსეთის იმპერია ჩემზე ნაკლებად არ სძულს.

ძმებო, მე არ ვიცი, რა ტყუილებს გიყვებიან რუსი პროპაგანდისტები ყაზარმებში, მაგრამ თუ რუსული ოცნების მთავრობას ამ კანონის მიღებას შევარჩენთ, ყოველი თქვენგანის, თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე გაუარესდება როგორც მატერიალურად, ასევე სამართლებრივად.

ჩვენი ბრძოლა დღეს თქვენი ბრძოლაა, თქვენთვის ბრძოლაა, ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაა.

დადგა დრო, ყოველმა თქვენთაგანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მხარეზე დგას.

• დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვის მხარეზე ვარ – ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, სამასი არაგველის, ქართველი იუნკრების, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, აფხაზეთის ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების თუ – კოლექტიური ბერბიჭაშვილების მხარეზე?

• დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ – ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?

ბიჭებო, ჩემო ძმებო, გაიხსენეთ პოლიციელის ფიცი, დაიცავით ის, რაც იქ წერია: ადამიანის უფლებები, კანონიერების პრინციპები, არ დაუშვათ დისკრიმინაცია, დაიცავით კონსტიტუცია იმ პარლამენტისგან, რომელმაც ის დაარღვია, ემსახურეთ მხოლოდ სამშობლო საქართველოს და საზოგადოებას.
დადექით ხალხის მხარეს, ერთად შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია, ერთად ავაშენოთ დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო.

დავდგეთ ერთად და ვერცერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს.
იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია!
იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...