spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით"...

“უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების კონკრეტული ნაწილი “რუსულ კანონს” უწოდებს:

უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება, ყველაფერზე აისახება. ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას შეეხება, ეს შეეხება ყველას.

ქვეყანაში არ შემოვა ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს საქართველოდან წასვლა. სწორედ ძლიერი, განვითარებული საქართველო არის ოჯახების ერთიანობის მთავარი გარანტორი და წინა რიგებში ყელმოღერება თანამდებობის პირების მხრიდან დიდი სანთლებით, სულაც არ ნიშნავს, რომ ამით ქართული ოჯახების გაძლიერებას ემსახურებიან.

დიახ, ქართული ოჯახი არის ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და სწორედ ამ ფუნდამენტს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ივანიშვილი და მისი ხელისუფლება როცა კიდევ უფრო დაუცველს და გაღარიბებულს ტოვებს მას, როცა ჩაფიქრებული აქვს, რომ რუსული კანონის მსგავსი ანტიქართული ქმედებებით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვოს საქართველო.

ფარისევლობა და მავნებლობა იქნება თუკი ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ოჯახის სიძლიერის, ოჯახის ერთიანობის ღირებულებები და ერთ თვიან საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს, რადგან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში არის შესაძლებელი ოჯახების ერთიანობის შენარჩუნება, როცა ლუკმა პურისთვის არ მოუწევს ცოლს, დედას ან მამას საქართველოდან გაქცევა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...