spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ გაიაზრა პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების...

დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ გაიაზრა პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდას ეხება

ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და აქ, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტული. მას იცავს ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია და შემდეგ უამრავი კანონი თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ყველა ადამიანის უფლებების დაცვაზეა პირდაპირ ორიენტირებული“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა რუსთავში, კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება.

თუმცა, თუკი უმცირესობების უფლებებია დაცული, მათი ცხოვრების წესის მიუხედავად, უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და გარანტირებული. ქვეყანამ და მისმა საზოგადოებამ მთელი მსოფლიოს გასაგონად ერთხელ და სამუდამოდ ხაზგასმით უნდა დააფიქსიროს, რომ ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ისევე პრიორიტეტულია, როგორც ქართველებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა – „ენა, მამული და სარწმუნოება“. ისტორიის მანძილზე ქართველებს მუდამ უხდებოდა საკუთარი ინტერესების, ტერიტორიის დაცვა, ეროვნული ღირსებების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ენას გაქრობის საფრთხე ედგა და ამ გამოწვევას ილია ჭავჭავაძემ და გამოჩენილმა ქართველებმა ადეკვატური პასუხი გასცეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს არის ისეთი გამოწვევები, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც მისი ქვეყნის და ზოგადად, მსოფლიოს წინაშე დგას, თქვა, რომ ქალი – ქალია, კაცი – კაცი და ამას წყალი არ გაუვა! ჩვენ ასევე მოვისმინეთ რომის პაპის სიტყვები, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ზღვრის დარღვევა არის ის უბედურება, რომელიც ჩვენ წინაშე დღეს დგას. საზოგადოებამ გაიაზრა პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდას ეხება. ხაზს ვუსვამ – პროპაგანდას და არა ვინმეს უფლებების დარღვევას და ვინმეს ჩაგვრას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ღირებულებების დასაცავად ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...