spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი" - კახა კალაძე...

“ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი” – კახა კალაძე ძალადობაში ჩართული პირების მონაცემთა ბაზებზე

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მუქარა და ბულინგი არის ფაშიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან “ქართული ოცნების” გეგმას, შექმნას “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა”.

გვაქვს პრეტენზია ევროპულობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩვენს ფეხბურთელებზე როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშიზმია, რასაც ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული პოზიციის გამო ან რაიმე საკითხზე დისტანცირების გამო დააბულინგო და მოღალატე უწოდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მას პირადად მოუწია შეეცვალა მობილური ტელეფონი, თუმცა არ გაუთიშავს ნომერი.

ტელეფონების გამოქვეყნებას რაც შეეხება, მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გავთიშე. ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება. ვინ არიან ეს ადამიანები უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მე არ ვიკადრებ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს ოჯახს დავემუქრო. ეს ადამიანები კი აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს. ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...