spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე ე.წ. ფარულ ჩანაწერებში გაკეთებულ განცხადებებზე: ისინი...

კახა კალაძე ე.წ. ფარულ ჩანაწერებში გაკეთებულ განცხადებებზე: ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე

ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით მოქმედებენ, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰკითხეს, სადაც ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი საპატრიარქოს დასცინიან.

ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, სიბინძურით. რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ, დღესაც არ შეცვლილა – იმავეს აგრძელებენ, რაც არ უნდა სახელები გადაირქვან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაშიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...