spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოცები იგივე ნაცები" - ეს ტიპიური რუსული ტექნოლოგიაა,...

“ქოცები იგივე ნაცები” – ეს ტიპიური რუსული ტექნოლოგიაა, გაათანაბრონ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩენილ შეფასებას – “ქოცები იგივე ნაცები” და კონკრეტულ მაგალითებზე ორი ხელისუფლების დროინდელი ფაქტების შედარებას ახდენს:

ქოცები იგივე ნაცები“ – ეს ტიპიური რუსული ტექნოლოგიაა, გაათანაბრონ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები.

ვინც ამას იზიარებს, შეცდომაშია შეყვანილი.
მივყვეთ ფაქტებს:

ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით იმ მიზნით, რომ გადაგვერჩინა კორუფციაში, კრიმინალურ აღვირახსნილობაში ჩაფლული, რუსეთიდან მართული ქვეყანა. ჩვენი მართვის მანძილზე საქართველოში მიმდინარეობდა დერუსიფიკაციის პროცესი სხვადასხვა გზით.

ქოცების მიზანი საქართველოს იმთავითვე რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა იყო.

ჩვენთვის საქართველო დიდი ისტორიის მქონე ვარსკვლავური მომავლის ქვეყანაა

ქოცებისთვის საქართველო ერთი პატარა სოფლია.

„ვარდების რევოლუცია“, მსოფლიოს დიდი ნაწილისგან აღიარებული როგორც დადებითი მოვლენა, ბევრისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი.
რუსეთის შეფასებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი იმეორებს, ეს დიდი უბედურება იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ვაქციეთ.

ამჯამად ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციაში, საგანგაშოდ გაზრდილია კრიმინალი.

ჩვენ დავამკვიდრეთ მერიტოკრატია, ამჟამად კი გაბატონებულია ნეპოტიზმი.

ჩვენი სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშაა.
ქოცების სიმბოლო წყალში მოტივტივე ხეებია.

შემოვიტანეთ და დავამკვიდრეთ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლიკა – დროშის გარდა, გერბი, ჰიმნი; ქართულ დროშასთან ერთად აღვმართეთ ევროპის დროშა.

ქოცებმა არაერთხელ სცადეს ამ დროშის გაუქმება, ფეხით გათელვა.
ჩვენ მიზნად გამოვაცხადეთ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, რისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ხელი მოვაწერეთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად გააუქმა ეს შეთანხმება. არ მიიღო და დაგმო ევროპაში შემუშავებული ნებისმიერი რეკომენდაცია.

ჩვენ ქვეყნის დედაქალაქში გმირთა მოედანზე აღვმართეთ ქვეყნის გადასარჩენად დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ დაარსებულ იუსტიციის სახლთან, რომლითაც ქვეყანა ასე ამაყობს, მოსვლისთანავე დაუდგა ძეგლი კრიმინალებს.

ჩვენ დროს დაიწყეს დაბრუნება ქვეყნიდან გასულმა თანამემამულეებმა.

ამჟამად ქვეყანა დატოვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...