spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყანის დესტაბილიზაცია"

კახა კალაძე: “არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყანის დესტაბილიზაცია”

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა 30 აპრილის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, ერაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად,  აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო – დაზიანდა მუნიციპალური ქონება, ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმის ფაქტებს და ა.შ.

გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ არსებობდა, მაგრამ გადაცდენების შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს. წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს პოლიციაზე, ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფას, დაზიანებულია მუნიციპალური ქონება. არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არც ერთ ჯგუფს არ მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყანის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ – სჭირდებათ აგენტები, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს და არა რევოლუციითა და გადატრიალებით. ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არსებულ რადიკალურ ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამართალდამცველებს წესრიგის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

თითოეულ პოლიციელს, სამართალდამცველს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ღირსეულად არიან ქალაქის სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გამართულ სახალხო შეკრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მონაწილეებს ევროინტეგრაცია სურთ მხოლოდ ღირსებითა და სუვერენიტეტის დაცვით.

სახალხო შეკრებაზე მთელი საქართველო იდგა. ისინი იყვნენ გულანთებული ადამიანები, ვისაც თავიანთი სამშობლო უყვართ. ამ ქვეყნის ბატონები და პატრონები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა. როცა ვსაუბრობთ უცხოური გავლენების შემცირებაზე, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირედეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია, მაგრამ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვითა და უცხოური გავლენის შემცირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...