ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე. ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში” – მიხეილ სააკაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია-შეფასება ლაზარე გრიგორიადისთან მიმართებაში და კონკრეტული განმარტებები ქვეყანაში არსებული რეალობასთან დაკავშირებით:

ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ.

ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია არ მოგეწონოს თავისი განსაკუთრებული სილაღითა და სისუფთავით.

ქართველების უმრავლესობას ადვილად შეუძლია მის ოჯახთან გაიგივება – ემიგრაციაში წასული ბებიითა და დედით, ბაბუის ამარა დარჩენილი ახალგაზრდით.

ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე. ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული