პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიტერიტორიების ვერგაყოფის გამო მეზობელმა პაკისტანის მოქალაქე სასიკვდილოდ გაიმეტა

ტერიტორიების ვერგაყოფის გამო მეზობელმა პაკისტანის მოქალაქე სასიკვდილოდ გაიმეტა

ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. მეზობლებს შორის კონფლიქტი მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ის, რომ ბრალდებულის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოვიდა პაკისტანის მოქალაქე, რასაც შემდეგ მოჰყვა უთანხმოება და დაპირსპირება.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრმა:

ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით. კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას თითქმის 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული პრობლემის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, ახლა კი მოკლა. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით როცა მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, მან ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლა მას” – განაცხადა გარდაცვლილის სიმამრმა ჟურნალისტებითან საუბრისას.

დამნაშავე საპატრულო პოლიციაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან – 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი
თეო იორდანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...