spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები...

კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ყველა ჩვენი ქმედება, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, მსოფლიო იბრძვის უცხოური გავლენების შესამცირებლად თავიანთ ქვეყნებში.

ნახეთ, ყველა განვითარებული ქვეყანა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები – ყველა იბრძვის იმისთვის, რომ უცხოური გავლენები შეამცირონ თავიანთ ქვეყნებში. ნახეთ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც კანონპროექტზე მიდიოდა მუშაობა, რა დაედო საფუძვლად მას – სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობის გამყარება. ჩვენც გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით და აღნიშნული კანონპროექტი შემოგვაქვს უცხოური გავლენების შესამცირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველა მიესალმება სხვადასხვა სასარგებლო პროექტის დაფინანსებას, თუმცა არსებობს საპირისპირო ფაქტებიც, როდესაც უცხოეთიდან რევოლუციური სცენარები ფინანსდებოდა.

მივესალმებით იმას, რომ კარგ საქმეებზე დაიხარჯოს თანხები. გიჟი უნდა იყო, შეეწინააღმდეგო, რომ მაგალითად, რაღაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფინანსდება და კეთდება. ამაზე კარგი რა არის. პირიქით, მივესალმებით ამას და ვინც ამ საქმეს გააკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

მაგრამ, არის მეორე გარემოებაც: გავიხსენოთ, წლების წინ რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო და რას აპირებდნენ თუნდაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური გზავნილებით. ასევე გვახსოვს ფაქტები, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა რევოლუციური სცენარები. ეს არის მტრობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რომელ კონკრეტულ პროექტებზე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...