spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილს იმხელა პასუხისმგებლობები აქვს ქვეყანაზე აღებული, რომ ვალდებულია...

“ივანიშვილს იმხელა პასუხისმგებლობები აქვს ქვეყანაზე აღებული, რომ ვალდებულია საქართველოს თითოეული მოქალაქის კითხვას უპასუხოს” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ვიდეო მიმართვაში პოზიციას აფიქსირებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით:

,,ეს ხალხი, რომელიც ახლა გამოდგა და რატომღაც ცდილობენ ივანიშვილს გადაეფარონ და ივანიშვილს იცავენ თითქოს – გავიგე, რომ ამას ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებენ, ფაქტობრივად, ადასტურებენ იმ სიტყვებს, რომლებიც მე ვთქვი – ,,არ აქვს სხვა გამოსალი”. მოუწევს აი, ამ არაფრის მაქნის და მშიშარა ბიჭებზე პასუხისმგებლობის აღება.

პასუხისმგებლობას თუ აიღებს, დაჯდომაც, ლაპარაკიც, კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწევს.

არ არის კერპი ივანიშვილი, რომელთანაც თურმე კითხვის დასმის უფლება ვინმეს არ აქვს. ივანიშვილს იმხელა პასუხისმგებლობები აქვს ქვეყანაზე აღებული და იმხელა ნდობა ჰქონდა თითოეული საქართველოს მოქალაქის მხრიდან, ვალდებულია საქართველოს თითოეული მოქალაქის კითხვას უპასუხოს.

და აი, ასე უნდა დადიოდეს, განსაკუთრებით იმის შემდგომ, რომ ბევრჯერ მოატყუა და გადააგდო ეს ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთს დაჰპირდებოდა, ხან – მეორეს, ხან იტყოდა – წავალ და მოვიდოდა, ხან იტყოდა – მოვალ და წავიდოდა. ამის შემდგომ, თურმე აქ ვიღაცები გამოდიან და ამბობენ, რომ ,,როგორო? რანაირადო?” თურმე ვიღაცას კითხვის დასმის უფლება არ აქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...