შაბათი, აპრილი 27, 2024

“ოცნებამ” ყველაზე კარგად იცის, რა არის მათი რეალური მხარდაჭერა – დღეს ისინი არიან ისტორიულ მინიმუმზე – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების” გეგმებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე:

,,მდგომარეობა არის ძალიან მარტივი. ამ მდგომარეობას აქვს ერთი სახელი – შეშინებული და ტყუილებში ახლართული ძალა, რომელიც ყოველდღიურად რაღაც ახალ პოლიტიკურ თაღლითობებს იგონებს იმისთვის, რომ იქნებ როგორმე გაიხანგრძლივოს [ხელისუფლებაში ყოფნა].

მაგალითად, გამოვლენ და იტყვიან, რომ ,,ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას…”, უბრალოდ რაღაცებს ბოდავენ. ამის პარალელურად, მერე დააინიცირებენ, მაგალითად, ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიც იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ ,,ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს”. მერე დააინიცირებენ უკვე 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებულ 40%-იანი ჭერის გაუქმებას.

მეგობრებო, ამ პოლიტიკური თაღლითობის ნაცვლად ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი წინადადება. თუ ასე კარგად გრძნობ თავს, მოდით, პრეზიდენტის პირდაპირი, სახალხო წესით არჩევა დავაბრუნოთ. ამით ბევრი რამე გახდება ცხადი. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ დავაყენებთ. იმიტომ, რომ ის ლოგიკა, რასაც ახლა შეშინებული ,,ოცნება” მიჰყვება, არის ძალიან მარტივი. ამ პატარ-პატარა პოლიტიკური თაღლითობებით ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნონ.

აქ შიში რა არის, იცით? რატომ შიში?! იმიტომ, რომ ,,ოცნებამ” ყველაზე კარგად იცის, რა არის მათი რეალური მხარდაჭერა. დღეს ისინი არიან ისტორიულ მინიმუმზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული