spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეს ემიგრაციაში გაურბიან, ხელისუფლება...

“როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეს ემიგრაციაში გაურბიან, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე” – თინა ბოკუჩავა

მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის – ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე. საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები მათ შორის, სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგია“, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

თინა ბოკუჩავამ საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ბატონო ილია თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტო-სურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია იძულებით, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ადამიანები საზღვარგარეთ არა სამოგზაუროდ, არამედ, ფასების ზრდის და უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო არიან წასული.

როდესაც ჩვენ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანები უხილავი არიან ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის უხილავი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი პრობლემებით და უპერსპექტივობით. არადა ესენი არიან რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებით, რომლებიც გარბიან იმისთვის, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები შეინახონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, საქართველოში დარჩენილი ოჯახების თითქმის 20%-ს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები ინახავენ. ანუ ყოველი მეხუთე ოჯახი საქართველოში ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრის გზავნილებით ცხოვრობს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 15%-ს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...